აფრიკის ეროვნებათა თასზე სამი 1/16-ფინალისტი გამოვლინდა (ვიდეო)

აფრიკის ეროვნებათა თასზე კიდევ ერთი 1/16-ფინალისტი გამოვლინდა. ეს არის ალჟირის ნაკრები, რომელმაც სენეგალი 1-0 დაამარცხა, ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი გაინაღდა.

მატჩში ერთადერთი გოლი ტუნისური „ესპერანსის“ ფეხბურთელმა მოჰამედ ბელაილიმ გაიტანა.

ალჟირის გარდა, შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდეს ნიგერიამ და ეგვიპტემ.

წელს აფრიკის ეროვნებათა თასი ეგვიპტეში იმართება.