აფრიკის ეროვნებათა თასზე მერვედფინალში თამაში კიდევ ერთმა გუნდმა გაინაღდა.
ამჯერად ეს მაროკოს ეროვნული ნაკრებია, რომელმაც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა კოტ დ’ივუარი. მატჩის ერთადერთი გოლი ესპანური „ლეგანესის“ ფორვარდმა, იუსეფ ენ-ნესირიმ, 23-ე წუთზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ასევე მოიპოვეს ალჟირის, ეგვიპტისა და ნიგერიის ეროვნულმა გუნდებმა.
აფრიკის უმთავრესი სანაკრებო ტურნირი წელს ეგვიპტეში იმართება.