აფრიკის ეროვნებათა თასის მატჩის დროს ერთ-ერთი გულშემატკივარი დაიღუპა
აფრიკის ეროვნებათა თასის მატჩის დროს ერთ-ერთი გულშემატკივარი დაიღუპა

ზიმბაბვეში, აფრიკის ეროვნებათა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისას, რომელშიც მასპინძელთა გუნდი კონგო-ბრაზავილს ხვდებოდა, გულშემატკივარი დაიღუპა. ფავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ჭყლეტა გახდა.

მიუხედავად ტრაგედიისა, მატჩი ჩვეულებირასმებრ გაგრძელდა და ზიმბაბვეს გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. აფრიკის ეფოვნებათა თასის ფინალური ეტაპი წელს ეგვიპტეში გაიმართება.

ამავე ჯგუფიდან კვალიფიკაცია დაძლია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ლიბერია 1-0 დაამარცხა.