აფრიკის ეროვნებათა თასი 2022 წლისთვის გადაიდო
აფრიკის ეროვნებათა თასი 2022 წლისთვის გადაიდო

2021 წელს დანიშნული აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება 2022 წლისთვის გადაიდო. ეს ინფორმაცია საკუთარ „ტვიტერზე“ გამოცემა „ბიინ სპორტსის“ (beIN Sports) ჟურნალისტმა მოჰამედ ნეჯარიმ გამოაქვეყნა.

აფრიკის ეროვნებათა თასი მიმდინარე წლის ზამთარში კამერუნში უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ალჟირის ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს ფინალში სენეგალის ნაკრები 1-0 დაამარცხა.