აფრიკის ეროვნებათა თასი ალჟირის ეროვნულმა გუნდმა მოიგო.
კაიროში გამართულ ფინალურ მატჩში ჩრდილოაფრიკელება სენეგალის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხეს და ამ პრესტიჟულ ჯილდოს ისტორიაში მეორედ დაეუფლნენ.
ანგარიში მეორე წუთზე ბაღდად ბუნეჯას დამრტყმის შედეგად გაიხსნა და მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.
საინტერესოა, რომ სენეგალმა, რომელსაც ეს ტურნირი არასოდეს მოუგია, მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო, თუმცა ვიდეოგამორებამ მსაჯის ეს გადაწყვეტილება შეცვალა.