ადვოკატის ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ
ადვოკატის ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ

ზაზა სარალიძეს ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დარეგულირდეს, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სარალიძე პალატაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„მუდმივად უტარებენ გამოკვლევებს. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, სავარაუდოდ ხვალ უნდა იყოს, მაგრამ ამაზე ჯერ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. სამართლებრივად მივყვებით პროცედურებს, თუმც მე როგორც ადვოკატი, ვიტოვებ უფლებას, არ ვისაუბრო დეტალურად, რას ვაპირებთ და რა იქნება ჩვენი პოზიცია.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე გვექნება მსჯელობა მას შემდეგ, რაც ბრალი წარედგინება და აღკვეთის ღონისძიებაზე შეგვეძლება მსჯელობა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ზაზა სარალიძე გუშინ დააკავეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.
დატოვე კომენტარი