ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია ხვალ სუს-ში მისვლას არ აპირებს
ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია ხვალ სუს-ში მისვლას არ აპირებს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს. როგორც საქართველოს პირველ არხს გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს, რომ ის ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„ზოგადად საგამოძიებო უწყებების მიმართ უნდობლობა გვაქვს და ეს არის მიზეზი ჩვენი გადაწყვეტილების, რომ არ მივიდეთ ხვალ გამოკითხვაზე. ზოგადად ამ საქმეზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, უბრალოდ ფეისბუქ პოსტების გამო გამოძიების დაწყება და შემდგომში დაბარება უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. სუს-ის ცნობით, გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.