ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

თავად ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სუს-იდან მიღებული უწყება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გვარამია გამოკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე დაიბარეს.