ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა, რომ გარდაცვალებამდე გიორგი შაქარაშვილს „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა
ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა, რომ გარდაცვალებამდე გიორგი შაქარაშვილს „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი, აცხადებს, რომ ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გამორიცხა, რომ შაქარაშვილს „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილის დაეჯახა.

უფლებადამცველ ვასილ მამულაშვილის თქმით, დამატებით 35 პირი გამოიკითხა, თუმცა ჯერ საქმის ახალ მასალებს დეტალურად არ იცნობს.

„გუშინ წარვადგინეთ წერილობითი მოთხოვნა ამ შესაძლო მტკიცებულებების დამატებით გაცვლასთან დაკავშირებით, რომელიც მოპოვებულია 28 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით. დღეს დილით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გადმოგვეცა დაახლოებით ორი ტომი. ჩვენ დეტალური გაცნობა სრულყოფილად ამ დრომდე ვერ შევძელით, თუმცა არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან გამოკითხულია დამატებით 30-35 ადამიანი, დამატებით ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, ასევე მნიშვნელოვანია, „მაგთიდან“ და „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, რითაც საშუალება გვაქვს, ნებისმიერი კომუნიკაცია შევაფასოთ, მათი ადგილმდებარეობა. ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ფაქტობრივად გამოირიცხება, რომ შესაძლოა, ეს აწ გარდაცვლილს შეიძლება დაჯახებოდა მანქანა „ტოიოტა კამრი“, ამ დასკვნის შედეგად ეს თეორიული ვერსია ფაქტობრივად გამოირიცხა. არის სხვა დოკუმენტები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს ნაკლოვანებებზე მიუთითებს და არის მიმართვები და პასუხები, მაგალითად მერიისთვის, სადაც მერია ამბობს, რომ ხანდაზმულობის გამო გარკვეული ვიდეომასალები განადგურდა.

უფრო და უფრო გამოიკვეთება და დადასტურდება, რომ გაგნიძესა და მახარაძეს არანაირი ბრალეულობა გარდაცვალებასთან და ასევე ბრალად წარდგენილ ქმედებებში არ მიუძღვით. საქმეში არის სათვალთვალო კამერის მასალებიც, რომელთაც ჯერ არ ვიცნობთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი  იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დატოვე კომენტარი