ადვოკატი - ზურაბ ბერიძე არც დაკავებულია და არც დაკითხული, მის მიმართ ინტერესი გაჩნდა, რადგან გამოძიება იყოს სრულყოფილი, თავადაც წუხს მომხდარის გამო და თანამშრომლობს გამოძიებასთან
ადვოკატი - ზურაბ ბერიძე არც დაკავებულია და არც დაკითხული, მის მიმართ ინტერესი გაჩნდა, რადგან გამოძიება იყოს სრულყოფილი, თავადაც წუხს მომხდარის გამო და თანამშრომლობს გამოძიებასთან

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის ადვოკატის ჯიმშერ არობელიძის განცხადებით, ზურაბ ბერიძეს ბოლო ექვსი თვეა, ანასტასია შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია.

მისივე თქმით, მომხდარის გამო თავადაც შეწუხებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადვოკატის განმარტებით, ზურაბ ბერიძე არც დაუკავებიათ და არც დაუკითხავთ.

„ის სახლიდან გავიდა პირად საქმეზე, როგორც ხედავთ, არც დაკავებულია და არც დაკითხული. მის მიმართ ინტერესი გაჩნდა, რადგან გამოძიება იყოს სრულყოფილი. თავადაც წუხს მომხდარის გამო და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ვიცი, რომ მას ბოლო ექვსი თვეა, გარდაცვლილთან ურთიერთობა არ ჰქონია“, – აცხადებს ჯიმშერ არობელიძე.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.

დატოვე კომენტარი