ადვოკატი – პაატა ბურჭულაძე მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს
„პაატა ბურჭულაძე მზად არის, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.
„ვფიქრობ, დღევანდელი დღის შემდეგ ნათელი გახდება, რომ არავითარი დარღვევა ფონდ „იავნანაში“ არ არსებობდა და არც დღეს არსებობს. ის, რომ გაფლანგვას ან მითვისებას აქვს ადგილი, გამომძიებლისგან არ გვსმენია და არც ბრალდება აქვს ვინმეს წაყენებული, ფაქტობრივად, ასეთი ვითარებაა დღეს. ეს საქმე უნდა დაიხუროს, უნდა შეწყდეს და დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი სასიკეთო ნაბიჯი“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის თქმით, პაატა ბურჭულაძე გამოძიების ამ ეტაპზე, მოწმის სახით გამოიკითხება.