პროკურორი - გამოძიების ამ ეტაპზე, პაატა ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება
პროკურორი - გამოძიების ამ ეტაპზე, პაატა ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება

გამოძიების ამ ეტაპზე, პაატა ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, საუბარია ფონდიდან მილიონამდე ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ამასთან, მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, გამოძიება ფონდ “იავნანას” თანხების პარტიის ანგარიშზე გადარიცხვის მიმართულებითაც მიმდინარეობს.

არის თუ არა მოსალოდნელი პაატა ბურჭულაძის პასუხისგებაში მიცემა, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება.

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„დღეს ისტორიული დღეა. სიკეთე დასჯადია და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი და ის ფონდი, რომელსაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოკითხავენ.