ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამართალმა იზეიმა, იმედია, ასე გაგრძელდება
ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამართალმა იზეიმა, იმედია, ასე გაგრძელდება

ნარკოტიკული საშუალებების ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ქორიძის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი აცხადებს, რომ ქორიძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

როგორც მან დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამართალმა იზეიმა.

გიორგანაშვილზე სამართალმა იზეიმა და იმედია, ასე გაგრძელდება. ქორიძის მიმართ დამდგარ გადაწყვეტილებას კი, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვეცდებით, დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა. მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას. მან ჩვენთვის გაუგებარი გადაწყვეტილება გამოაცხადა“, – განაცხადა ადვოკატმა, დავით კორკოტაშვილმა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილი ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლდა, ირაკლი ქორიძე კი, დამნაშავედ არის ცნობილი და 15 წლის ვადით თავისუფლების აღვეთა განესაზღვრა.