დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილი ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლდა, ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ არის ცნობილი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.

გიორგანაშვილი არც პირველ საქმეზე და დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.