ადვოკატი აცხადებს, რომ ბესიკ თამლიანმა თავი დაიზღვია და დააზღვია პოლიციელების სიცოცხლეც, როცა პოლიციელი ქვევით დააწვინა და თავად გადახტა
ადვოკატი აცხადებს, რომ ბესიკ თამლიანმა თავი დაიზღვია და დააზღვია პოლიციელების სიცოცხლეც, როცა პოლიციელი ქვევით დააწვინა და თავად გადახტა

ადვოკატი თეონა ქორიძე აცხადებს, რომ ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბესიკ თამლიანს არაფერი დაურღვევია და არის იმედი, რომ მის მიმართ შეწყდება დევნა.

„ბესიკ თამლიანი არ აღიარებს ბრალს, მოლოდინი გვაქვს დადებითი, რადგან კიდე გვაქვს იმედი, რომ არსებობენ სამართლიანი მოსამართლეები, რომლებიც გამოიტანენ დასკვნას იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები არ შეიზღუდოს. ბესიკ თამლიანს არაფერი დაურღვევია და გვაქვს იმედი, რომ მის მიმართ შეწყდება დევნა. თამლიანი ზურგზე კი არ აგდებს პოლიციელს, თავს იცავდა, რომ არ გადმოვარდნილიყო და პოლიციელს არ გადმოეგდო, რადგან ისინი ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი. კადრებში ჩანდა, როგორ დაუდევრად ცდილობდნენ, ჩამოეგდოთ ბესიკ თამლიანი, წარმოგიდგენიათ როგორ დაზიანებას მიიღებდნენ არამხოლოდ ოპერატორები, არამედ იქ მყოფი სხვა ადამიანებიც. მსგავსი ქმედებაც განხორციელდებოდა თამლიანზე, მას რომ თავი არ დაეცვა. დიახ, მას მოუწოდეს ჩამოსვლისკენ, მაგრამ თავიდანვე იყვნენ აგრესიულები. მასაც თავიდანვე ფეხში სტაცა ხელი ერთ-ერთმა პოლიციელმა და უნდოდა, რომ ჩამოეგდო, თამლიანი ინსტიქტურად ადის ზევით და დემონსტრაციულად აგრძელებს აქციას. ის იყო აქციაზე და მან არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეგრევე ქვევით ჩამოსულიყო, ეს არ აძლევს პოლიციას საშუალებას, რომ აუვარდეს ზევით და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ბესიკმა თავი დაიზღვია და დააზღვია პოლიციელების სიცოცხლეც იმ მომენტში, როცა პოლიციელი ქვევით დააწვინა და თვითონ ქვევით გადახტა. კადრში ისიც ჩანს, რომ თამლიანს გადახტომის დროს ფეხსაც მიაყოლებენ და წარმოგიდგენიათ, ის რომ ზევით ყოფილიყო, პოლიციელების ასვლის დროს“, – განაცხადა ადვოკატმა.

29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოს ეზოში აქციის დროს, სასამართლოს შენობასთან, დაცვის ჯიხურზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ თამლიანი ავიდა, რასაც დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცველები მის ჩამოყვანას ცდილობდნენ.

ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი