ბილბაოს „ატლეტიკის“ ფორვარდი არიც ადურისი ახლოს არის კარიერის დასრულებასთან – წერს გაზეთი „მარკა“. სავარაუდოდ, ესპანეთის თასის ფინალი „სოსიედადის“ წინააღმდეგ ვეტერანის კარიერაში ბოლო მატჩი იქნება.
39 წლის ესპანელის კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება. კლუბის ხელმძღვანელობა მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს, რომელიც ძალაში იქნება იქამდე, სანამ არ გაიმართება ქვეყნის თასის ფინალი.
ადურისს ჯამში 407 შეხვედრა აქვს ჩატარებული „ბილბაოს“ რიგებში და მის ანგარიშზე 172 გოლი მოდის.