ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში დღეს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონპროექტი სოციალურად დაუცველი ოჯახების, პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების, დევნილების, ომის ვეტერანებისა და მარტოხელა მშობლების ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდისგან ერთჯერადად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა  2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაკისრებულ ჯარიმასა და საურავს აღარ გადაიხდიან: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 26 086 პირი (დავალიანება არის 16 940 271.34 ლარი), 2 410 ასაკით პენსიონერი (დავალიანება არის 1 891 593.1 ლარი), 2 196 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (დავალიანება არის 1 469 339.72 ლარი), 1 215 ვეტერანი (დავალიანება არის 666 381.21 ლარი), 134 მარტოხელა მშობელი (დავალიანება არის 54 568 ლარი), 6 099 დევნილი (დავალიანება არის 2 644 383.18 ლარი).