ადიგენის საარჩევნო უბნის მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ადიგენის საარჩევნო უბნის მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემში გახსნილი ერთი საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზურაბ ფეიქრიშვილმა გაიმარჯვა.

არალის თემში არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად მან ხმათა 100 პროცენტი მიიღო.

ცესკო-ს ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 60.5 პროცენტი შეადგინა.