ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მდინარე ნენსკრას ადიდება მყინვარის მოწყვეტამ გამოიწვია
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მდინარე ნენსკრას ადიდება მყინვარის მოწყვეტამ გამოიწვია

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელი ჭუბერში სტიქია სავარაუდოდ ოკრილას ხეობაში მოწყვეტილმა მყინვარმა გამოიწვია.

ამის შესახებ პირველ არხს სოფელ ჭუბერის მცხოვრებმა, გია ვიბლიანმა განუცხადა.

„ხეობა წამოვიდა მთლიანად ხეებით, ტყეებით“, – აცხადებს ვიბლიანი.

მისივე თქმით, ოკრილა მდინარე ნენსკრას შესართავია და „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული.

ვიბლიანის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის სტიქია ადგილზე ბოლო წლებში არ ყოფილა.

სოფელი ჭუბერი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარე ნენსკრას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.