ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს, რათა ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს, რათა ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებ „ტვიტერში“ წერს.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის „ტვიტზე“ დაწერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, როგორც მთავრობათშორისი ორგანიზაცია, უერთდება ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სწრაფად იმოქმედონ, რათა შეაჩერონ ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესია“, – წერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.