ალეკო ცქიტიშვილი - ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვინც არ უნდა იყოს, იარაღით გადაადგილება არჩევნებზე არის ყოვლად დაუშვებელი
ალეკო ცქიტიშვილი - ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვინც არ უნდა იყოს, იარაღით გადაადგილება არჩევნებზე არის ყოვლად დაუშვებელი

თუ იარაღი ვიზუალურად ჩანს და ადამიანი გადაადგილდება საარჩევნო უბნებზე, როგორც ვიცი, ეს კანონდარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ალეკო ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიმიტრი შაშკინის და კახა ოქრიაშვილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვინც არ უნდა იყოს, იარაღით გადაადგილება არჩევნებზე არის ყოვლად დაუშვებელი.

„ამაზე აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან და თვითონ იმ პარტიების წარმომადგენლებმაც უნდა აღკვეთონ მსგავსი ფაქტები, რომელსაც წარმოადგენენ შეიარაღებული პირები, თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი და ხდება შეიარაღებული პირების გადაადგილება საარჩევნო უბნებზე ან მიმდებარედ. თუ იარაღი ვიზუალურად ჩანს, რომ ეს იარაღი ადამიანს აქვს და გადაადგილდება საარჩევნო უბნებზე, მე როგორც ვიცი, ეს კანონდარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდება.

დატოვე კომენტარი