ადამიანებში ჯერ კიდევ არის გენები, რომლებიც მთლიანი სხეულის ბალნით დაფარვისთვის არის საჭირო — #1tvმეცნიერება
ადამიანებში ჯერ კიდევ არის გენები, რომლებიც მთლიანი სხეულის ბალნით დაფარვისთვის არის საჭირო — #1tvმეცნიერება

ბეწვი ძუძუმწოვრებისთვის განმსაზღვრელი მახასიათებელია. თუმცა, გვხვდება რამდენიმე უბალნო ძუძუმწოვარიც, მათ შორის, დელფინები, შიშველი თხუნელები, სპილოები და რა თქმა უნდა, ადამიანები.

ჩვენს წინაპრებს ძალიან ბევრი ბეწვი ჰქონდათ. შედარებით ნაკლებთმიანი ძუძუმწოვრების ახალი კვლევის მიხედვით, ჯერ კიდევ შემორჩენილი გვაქვს საშუალება, რომ ბალნიანები ვიყოთ. როგორც ჩანს, ეს გენები ჩვენში უბრალოდ გამორთულია.

62 სხვადასხვა ძუძუმწოვრის 20 000 მაკოდირებელი და 350 000 მარეგულირებელი გენის შესწავლისას, პიტსბურგის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა ამანდა კოვალშიკმა და მისმა ჯგუფმა ამ საოცარი პარალელური ცვლილების გამომწვევი მექანიზმი აღმოაჩინა.

ერთმანეთთან დაუკავშირებელ ხაზებში ამ თვისებების ხელახლა გამოჩენას კონვერგენციული ევოლუციას წოდება. უთმობის შემთხვევაში, ის დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა სულ მცირე ცხრა სხვადასხვა დროს ძუძუმწოვრების ოჯახური ხის სხვადასხვა შტოებში.

სელექციის ზეწოლა თმის არქონაზე ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ის სახეობები, რომლებმაც ბალანი დაკარგეს. სპილოებისთვის ეს სითბოს სწრაფად გაცემის მიზნით მოხდა; ზღვის ძუძუმწოვრების შემთხვევაში, რაც უფრო სრიალა ხარ, მით უფრო ნაკლებ წინაღობას აწყდები წყალში მოძრაობისას; და ჩვენი, ადამიანების შემთხვევაში, წვლილი სავარაუდოდ მრავალმა ზეწოლამ შეიტანა, მათ შორის თერმორეგულაციამ და პარაზიტების შემცირებამ.

ასეთი სხვაობების მიუხედავად, კოვალშიკმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ უბალნო სახეობებში გენეტიკური ცვლილებები ძირითადად გენების ერთი და იმავე ნაკრებთა მუტაციების შედეგად წარმოიშვა.

მუტაციის შემკრებ ამ გენთაგან მრავალი დაკავშირებული იყო თავად თმის სტრუქტურასთან, მაგალითად, გენები, რომლებშიც ჩაშიფრულია კერატინი ცილები, მიმდევრობები, რომლებიც თმის განვითარებას არეგულირებენ.

„ვინაიდან ცხოველები ევოლუციური წნეხის ქვეშ იმყოფებიან თმის დასაკარგად, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება გენები, რომლებშიც თმაა ჩაშიფრული. სწორედ ამიტომ აჩქარებენ ისინი იმ გენეტიკურ ცვლილებათა მაჩვენებელს, რომელთა საშუალებასაც ბუნებრივი გადარჩევა აძლევს. სხვებს შორის შეიძლება იყოს თანმხლები ზიანი მას შემდეგ, რაც თმა ზრდას შეწყვეტს“, — ამბობს პიტსბურგის უნივერსიტეტის გენეტიკოსი კლარკ ნათანი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვინარჩუნებთ ჩვენი წინაპრების იმ გენებს, რომლებშიც ბალანია ჩაშიფრული, ამ მუტაციათა დაგროვების შედეგად, მათი რეგულირება გამოირთო.

მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა თმებთან დაკავშირებული ასობით ახალი მარეგულირებელი გენი და ზოგიერთი პოტენციურად ახალი, თმის დამშიფრავი გენი. ეს კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დარღვევის ან ქიმიოთერაპიის შედეგად დაკარგული თმის აღდგენას ცდილობენ.

„საკმაოდ ბევრია ისეთი გენი, რომელთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ჩვენი აზრით, მათ გარკვეული როლი უნდა ჰქონდეთ თმის ზრდა-შენარჩუნებაში“, — ამბობს კოვალშიკი.

ჯგუფის მიერ გამოყენებული მიდგომა ასევე შეიძლება მოერგოს კონვერგენციული ევოლუციის სხვადასხვა თვისებებს. ამჟამად ისინი ამ მეთოდით ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობებს სწავლობენ.

კვლევა eLife-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.