ადამ კინზინგერი – კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები არის გადატრიალების მცდელობა
Supporters of US President Donald Trump enter the US Capitol as smoke fills the corridor on January 6, 2021, in Washington, DC. There are no reports of tear gas being used at the Capitol. - Demonstrators breeched security and entered the Capitol as Congress debated the a 2020 presidential election Electoral Vote Certification. (Photo by Saul LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)
ეს არის გადატრიალების მცდელობა, – ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
როგორც „სიენენი“ წერს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები სენატის სხდომის დარბაზშიც შეიჭრნენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების შეჩერებას ცდილობენ.
აშშ-ის კონგრესს დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესში შეჭრის გამო სხდომა შეჩერებულია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
