აჩიკო ნიჟარაძე – 17 მაისს თბილისში არ ვიქნები, კონცერტი მაქვს გორში დაგეგმილი

19:35, 30.04.2019

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

მომღერლის თქმით, ამ დღეს მას ქალაქ გორში აქვს დაგეგმილი კონცერტი, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზატორებს თანხმობა უკვე მისცა. შესაბამისად, 17 მაისს თბილისში არ იქნება. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, საპატრიარქოს შეთავაზებაზე უარს არ იტყოდა.

17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.

მსგავსი