აჩიკო ბოლქვაძემ ოქროს, ხოლო ანრი ფუტკარაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა პირველობის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე გახდა (80 კგ), რომელმაც ფინალში აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო მოლდაველ გუტუს, ანრი ფუტკარაძემ (65 კგ) კი ფინალური დაპირისპირება დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
20 ივნისს, შეჯიბრების ბოლოს დღეს ჩვენი ნაკრებიდან ჩემპონობისთვის თამაზ ღლონტი (51 კგ) იბრძოლებს ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის ანრი ხოზრევანიძე (46 კგ) და გორ აივაზიანი (92 კგ) იჭიდავებენ, მედლისთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს რატი ხოზრევანიძე (60 კგ).