ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ხოზრევანიძე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ხოზრევანიძე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ანრი ხოზრევანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალში სომეხი აგაჯანიანი 6:1 დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. ტურნირზე პირველი ადგილისთვის იჭიდავა ნიკა ბროლაძემაც (67კგ), მაგრამ ქართველი თურქ სარიართან დარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღეს, მოგვიანებით კონტინენტის პირველობაზე 97კგ-ში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს საქართველოს ნაკრების წევრი გორ აივაზიანი, დათა ჩხაიძე (82კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.