აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები ხათუნა ბერიძე და თემურ ბერიძე სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც შენობაზე სტიკერების აკრავდნენ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის,  ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მათი დაკავება დაუმორჩილებლობის გამო მოხდა.

მისი თქმით, ხათუნა ბერიძე და თემურ ბერიძე ღობიდან ჩამოსვლის შესახებ სამართალდამცავების გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ.