აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია იმართება
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია იმართება

აქცია იმართებასაპროტესტო ორგანიზაცია „იმოქმედესა“ და „ალტერნატივის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

მათ აქციაზე ნაგვის ურნები მიიტანეს და ამბობენ, რომ სწორედ ამ ურნებშია დეპუტატების ადგილი.

„ამ კომუნისტურ, საბჭოთა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ადრე თუ გვიან ისყორია  სწორედ ამ ნაგვის ყუთებდი მოათავსებს“, – განაცხადა ალტერნატივის დამფუძნებელმა ხათუმა ბერიძემ.

აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა და ისინი მიზანმიმართულ დესტრუქციაში დაადანაშაულა.

„ვინ ხართ თქვენ, როგორ არ გრცხვენიათ, თქვენი მიზანია მხოლოდ არეულობა, მარტო თქვენ კი არ ხართ მოქალაქეები“,- მიმართა მან აქციის მონაწილეებს.

სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებმა განმუხტეს. უმაღლესი საბჭოს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა უნდა გამართოს.