აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, კიდევ ორი პირი დააკავეს
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, კიდევ ორი პირი დააკავეს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს. ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები იმ დროს დააკავეს, როცა შენობის ღობეზე სტიკერებს აკრავდნენ.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო განხორციელდა.

სულ დღეს უმაღლეს საბჭოსთან, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები ხათუნა ბერიძე და თემურ ბერიძე სამართალდამცველებმა ასევე დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. დილიდან უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად ორგანიზაციების „ალტერნატივისა“ და „იმოქმედეს“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მხარდაჭერას ოპოზიციას უცხადებენ და უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.

დატოვე კომენტარი