აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა სავარაუდოდ დღეს დასახელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა სავარაუდოდ დღეს დასახელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად დაასახელებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, დეპუტატები კომენტარებს ჯერ არ აკეთებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი პირად საუბრებში აცხადებს, რომ კანდიდატზე უმრავლესობა უკვე შეჯერდა – „ქართული ოცნების“ კანდიდატი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე იქნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე პირი განიხილება.