აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციასა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი
აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციასა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებმა აიღეს კარვები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა გაშალეს. ფაქტს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია რამდენიმე პირი.

ამ დროისთვის, ქუჩა სრულად გათავისუფლებულია, თუმცა ადგილზე რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი.

რამდენიმე საათის წინ, კარვების გაშლისას აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კარვებში დარჩებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს შესაბამის კლინიკაში არ გადაიყვანდნენ.

დატოვე კომენტარი