მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილზე დარჩებიან, ვიდრე სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ.

„მშვიდად, წყნარად დავრჩებით აქ, ვიდრე არ შესრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაცია და არ გადაიყვანენ მიშას შესაბამის კლინიკაში. ჩვენ არ მოვაკვლევინებთ მიშას“, – მიმართა აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის მთავრობის სახლთან უკვე გაშლილია რამდენიმე კარავი.