აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, მათ აჭარის რეგიონი უკვე დატოვეს

20:19, 29.01.2020

ბათუმში დაკვირვების ქვეშ მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი არ დადასტურდა.

ჩინელმა ტურისტებმა აჭარის რეგიონი უკვე დატოვეს.

როგორც მანამდე ნიჟარაძემ განმარტა, ჩინეთიდან ოთხი ქალბატონი ბათუმში გუშინ შევიდა, ორ მათგანს ჰქონდა ტემპერატურა, რის გამოც მათთან შეთანხმებით განხორციელდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და მათზე დაკვირვება დაიწყო.

ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.

მსგავსი