აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 653 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი
აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა. დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 200-ით მეტია. გამოვლინდა 653 კოვიდდადებითი პაციენტი და გამოჯანმრთელდა 349.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100-ზე მეტი პაციენტი რეგიონში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მათივე ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება და ყველაზე მძიმე პაციენტები იმყოფებიან. 49 პირი რეანიმაციაშია, მათგან 19 კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რეგიონში „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა 10 600-ზე მეტმა ინფიცირებულმა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი, გარდაიცვალა 22 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა.