საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

10:56, 10.11.2020

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 521-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა.

მსგავსი