აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 193 შემთხვევა დადასტურდა, 131 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა

11:54, 20.10.2020

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 193 შემთხვევა დადასტურდა. გუშინ ეს რიცხვი 360-ს აღწევდა.

პარალელურად, ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი.

ამასთან, რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული.

აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 588 პაციენტი, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 69 ინფიცირებული, 10 პაციენტი კი, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი, 15 კი გარდაიცვალა.

მსგავსი