აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 118 შემთხვევა გამოვლინდა, 125 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:45, 07.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 118 შემთხვევა გამოვლინდა, 125 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 32 339-ს შეადგენს.

ამასთან, მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კლინიკაში მკურნალობს – 350 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 269, ონლაინ კლინიკაში – 869.

7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.

მსგავსი