აბას არაღჩი – ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო და უკრაინა ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, ესკალაციისკენ არც ირანი ისწრაფვის, ზარალი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო და უკრაინა ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც არაღჩი აღნიშნავს, ესკალაციისკენ არც ირანი ისწრაფვის.
„თუმცა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია. ზარალი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“, – წერს არაღჩი.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ გულწრფელი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ კოლეგასთან და არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან არიდების აუცილებლობას.
ცნობისთვის, უკრაინამ რამდენიმე დღის წინ კასპიის ზღვაში გემზე იერიში მიიტანა. უკრაინული მხარის განცხადებით, ქვეყნის დრონებმა კასპიის ზღვაში დაარტყეს ორ რუსულ გემს, რომლებსაც სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. უკრაინის მტკიცებით, ორივე გემი ირანიდან რუსეთის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. ირანული მხარე კი ირწმუნება, რომ იერიში განხორციელდა ირანის ერთ-ერთ კომერციულ გემზე, რომელსაც რკინის ტვირთი გადაჰქონდა. აღნიშნული თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
Was assured by Ukrainian FM @andrii_sybiha that the attack on an Iranian ship was unintentional and Ukraine seeks no escalation.
Iran does not seek escalation either, but made clear any attack on our citizens or interests is unacceptable. There must be restitution for losses.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) July 28, 2026