9 მაისთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი გადაურიცხა
9 მაისთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი გადაურიცხა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, მთავრობის განკარგულებამდე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა მეუღლეებს – 300 ლარი გადაურიცხა, რასაც მთავრობის განკარგულების თანახმად, 400 და 200 ლარი დაემატა და ომის ვეტერანთა შემთხვევაში 1000, ხოლო მარჩენალდაკარგულთა შემთხვევაში, 500 ლარი შეადგინა.

„9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 84 ვეტერანს და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 46 წევრს გაუწია.

თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განხორციელდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.