თბილისის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 300 ლარით დაეხმარა
თბილისის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 300 ლარით დაეხმარა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ფინანსური დახმარება გაუწია. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 600 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა მეუღლეებს – 300 ლარი გადაურიცხა.

თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია, ჯამში, 130 პირს დაეხმარა. თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე განხორციელდა.