კატალონიაში დღეს მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გუშინ მომხდარი შეტაკებების შედეგად 131 ადამიანი დაშავდა.
გუშინ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, რასაც ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დემონსტრანტებმა ბარსელონას აეროპორტის ბლოკირება მოახდინეს, რის გამოც 145 რეისი გადაიდო. ამ დროისთვის, ელ-პრატის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.