ძალოსნობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი, 18-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, ტაილანდის ქალაქ პატტაიაში გაიმართება. ეს ინფორმაცია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი თავიდანვე ტაილანდში იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები ტაილანდის შემცვლელ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოსაც განიხილავდნენ.