ამერიკელი მებრძოლი ალბერტ ჰიუზი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა – ის ყველაზე ასაკოვან მოკრივედ აღიარეს.
ცოტა ხნის წინ, გაიმართა ორთაბრძოლა 70 წლის ალბერტ ჰიუზსა და 43 წლის ტრემეინ თაუნსს შორის. ჰიუზმა ეს ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.
ალბერტ ჰიუზი 26 წლის განმავლობაში არ იყო რინგზე ასული. მან დაბრუნება საკუთარი ვაჟის სიკვდილით ახსნა.
„იმ ტრაგედიის შემდეგ საკუთარ თავს დავპირდი, რომ რინგზე დავბრუნდებოდი და მისთვის რეკორდს დავამხობდი“, – განაცხადა მოკრივემ.
აღვნიშნავთ, რომ ეს იყო ალბერტ ჰიუზის პირველი მოგება 40 წლის განმავლობაში.
თაუნსიც დიდი ხანი არ იყო ნამყოფი რინგზე – მან პირველად იჩხუბა ბოლო 12 წლის განმავლობაში.
ჰიუზმა თავის პროფესიულ კარიერაში 22 ბრძოლა გამართა და 11 მოიგო.