7 ივნისამდე ყველა საჩოგბურთო ტურნირი გაუქმებულია
7 ივნისამდე ყველა საჩოგბურთო ტურნირი გაუქმებულია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ 7 ივნისამდე ყველა პროფესიონალური ტურნირი გაუქმებულია.

როგორც ორგანიზაციების პრესრელიზში წერია, გაუქმება შეეხო მადრიდისა და რომის ქალთა და მამაკაცთა ტურნირებს, ასევე ქალების ტურნირებს სტრასბურსა და რაბატში, კაცების ტურნირებს მიუნხენში, ეშტორილში, ჟენევასა და ლიონში.

ასევე უქმდება ამ პერიოდში „ჩელენჯერისა” და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ტურნირები.

აღნიშნულ პერიოდში ჩოგბურთელთა რეიტინგები „გაიყინება“.