7-8 მარტს გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა
7-8 მარტს გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა

7-8 მარტს გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა.

შეჯიბრება „კუდების“ ფერდობზე ორივე დღეს სლალომის სახეობაში ჩატარდა.

მზიანმა ამინდმა სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი წარმატებით ჩატარებულიყო.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ასოციაციის ნაკრებმა გუნდებმა.

სამთო-მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს.

პირველი დღის ჩემპიონები:

2006-2007 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის ნინო ენუქიძე და ლუკა დულათი გახდნენ ჩემპიონები;

2004-2005 წწ. გაიმარჯვეს მარი ჩოგაძემ და ლუკა ბუჩუკურმა.

2003 და უფროს ასაკში მოიგეს კატო გოცირიძემ და ნოდარ კოზანაშვილმა.

მეორე დღის გამარჯვებულები:

2006-2007 წწ. ნინო ენუქიძე და ლუკა დულათი.

2004-2005 წწ. მაშო გამცემლიძე და ლუკა ბუჩუკური.

2003 და უფროსი ასაკი – კატო გოცირიძე და ნოდარ კოზანაშვილი.