50-წლიანი პაუზის შემდეგ - „მილუოკი ბაქსი“ NBA-ის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
50-წლიანი პაუზის შემდეგ - „მილუოკი ბაქსი“ NBA-ის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსმა“ 50-წლიანი პაუზის შემდეგ, სანატრელი ტიტული მოიპოვა. მაიკ ბუნდენჰოლცერის გუნდმა ფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში „ფინიქსს სანსს“ უმასპინძლა და მიუხედავად მატჩის დაძაბული მიმდინარეობისა, მარტივად მოიგო, ანგარიშით 105:98 და NBA-ის ჩემპიონი გახდა.

ბოლო შეხვედრაში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 50 ქულასთან და 14 მოხსნასთან ერთად, 5 დაფარება მიითვალა. ბერძენი გახდა მეორე კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც ფინალების სერიაში ზედიზედ სამჯერ შეძლო მინიმუმ 40 ქულისა და 10 მოხსნის შეგროვება, პირველად ეს 2000 წელს შაკილ ო’ნილმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში შეძლო. იანისმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ფინალების MVP-იც დაიმსახურა. 26 წლის ბერძენმა კალათბურთელმა ფინალების სერიაში საშუალოდ 35.2 ქულა და 13.2 მოხსნა დააგროვა.

„მინდა „მილუოკის“ მადლობა გადავუხადო, რადგან მენდო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს. მათ ყველა თამაშში უდიდესი შრომა ჩადეს. მე ვენდობოდი ამ გუნდს და მინდოდა ჩემპიონი აქ გავმხდარიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით“, – განაცხადა იანისმა ტიტულის მოპოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 50 წლის წინ „მილუოკი ბაქსს“ ტიტულის მოსაპოვებლად ქარიმ აბდულ ჯაბარმა ულიდერა.

ფინიქსის“ მხრიდან მე-6 მატჩში საუკეთესო კრის პოლი იყო, რომლის ანგარიშზეც 26 ქულაა. 19 ქულა დააგროვა დევინ ბუკერმა, ჯეი კრაუდერმა კი 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „ბაქსის“ მხრიდან კი სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ჯრუ ჰოლიდეის – მან 12 ქულა, 11 გადაცემა და 9 მოხსნა მიითვალა.

დატოვე კომენტარი