5-6 თებერვალს პარიზის გრანდ სლემზე რვა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქში, 5-6 თებერვალს ძიუდოს მსოფლიო ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირი – პარიზის გრანდ სლემი გაიმართება. ამ დროისათვის შეჯიბრებაზე 5 კონტინენტის 55 ქვეყნის მხოლოდ 315 ძიუდოისტია რეგისტრირებული, რაც ტურნირზე მკაცრი კოვიდრეგულაციებითაა გამოწვეული.
საფრანგეთში საქართველოს ნაკრების რვა წევრი იასპარეზებს
-60 კგ. – თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი.
-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი.
-81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი.
-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე.