ძიუდო | პარიზის გრანდ სლემზე გიორგი ჩიხელიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | პარიზის გრანდ სლემზე გიორგი ჩიხელიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი – გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ ჩიხელიძემ მოახერხა.

ქართველმა პირველ შეხვედრაში ჩეხი კარიმოვი დაამარცხა და მერვედფინალში გასასვლელად იჭიდავებს.

პრესტიჟულ ტურნირზე გუშინ საქართველოს ნაკრებიდან გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და თენგიზ ზირაქაშვილი (66 კგ) გამოვიდნენ. ორივე მათგანმა ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.