ალექსანდრე მაისურაძე - თავდაცვის მინისტერიალი კარგი შესაძლებლობაა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ალიანსის წევრებთან სამიტამდე პოზიციები შევაჯეროთ
ალექსანდრე მაისურაძე - თავდაცვის მინისტერიალი კარგი შესაძლებლობაა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ალიანსის წევრებთან სამიტამდე პოზიციები შევაჯეროთ

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი კარგი შესაძლებლობაა, სამიტამდე კიდევ ერთხელ შევაჯეროთ პოზიციები ალიანსის წევრებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული განზომილებების თაობაზე, – ამის შესახებ პირველ არხს ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო სამიტამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა ქვეყნის პროგრესი დასკვნით დოკუმენტებში ადეკვატურად აისახოს.

„მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალი წარმოადგენს 11-12 ივლისს დაგეგმილ სამიტამდე ბოლო მაღალი დონის შეხვედრას. მინისტერიალი კარგი შესაძლებლობაა, რომ სამიტამდე კიდევ ერთხელ შევაჯეროთ პოზიციები ალიანსის წევრ ქვეყნებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული განზომილებების თაობაზე. სამიტამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები შესაბამისად იქნას ასახული სამიტის დასკვნით დოკუმენტებში“, – განაცხადა მაისურაძემ პირველ არხთან.

ამავდროულად, მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ  საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ფორმატებში.

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ივლისში დაგეგმილ სამიტზე განსახილველ თემებზე მსჯელობენ. ბელგიის სამეფოში იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით.  ლევან იზორია მინისტერიალის ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.