40 წლის წინ ნეაპოლში - თბილისის „დინამომ“ „ნაპოლი“ უეფა-ს თასზე ორჯერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
18:51, 30.09.2022
იტალიური „ნაპოლი“ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ცნობილია არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას და დიეგო მარადონას გამო – იტალიელებს წლების წინ თბილისის „დინამოსთან“ საინტერესო დაპირისპირებები ჰქონდათ.
„დინამო“ „ნაპოლის“ უეფა-ს თასზე ორჯერ შეხვდა, 4 მატჩიდან 2 მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ბურთების სხვაობით იტალიურ კლუბთან უპირატესობა აქვს – 5:3.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 40 წლის წინ ნეაპოლში გაიმართა სტადიონზე, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გახდა „სტადიო მარადონა“. პირველი მატჩი თბილისში „დინამომ“ 2:1 მოიგო, გასვლაზე კი 0:1 წააგო.
წესით, შემდეგ წრეში „დინამო“ უნდა გასულიყო, თბილისელებს ნეაპოლში არ უნდა წაეგოთ, მაგრამ განმეორებით მატჩში არბიტრმა შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. თბილისელები 0:1-ს აგებდნენ, როცა ალექსანდრე ჩივაძემ დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და გოლი გაიტანა, არბიტრმა კი გოლი არ ჩათვალა და ქართველებს ჯარიმა მეორედ შეასრულებინა.